ერგნეთში დღეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის რიგგარეშე შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაზე სავარაუდოდ გაირკვევა, მოიხსნება თუ არა შეზღუდვები ხურველეთისა და წითელუბნის ტერიტორიაზე. რიგით 57-ე შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების უკანონოდ განტავსება და სოფელ კნოლევში ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის დაკავებაა. შეხვედრა ერგნეთში 11 საათზე დაიწყება.