საქართველოში ჯანდაცვაზე ფიზიკური პირების დანახარჯი, ჯანდაცვის მთლიან დანახარჯებთან მიმართებაში 78,5 პროცენტს შეადგენს. ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს ახალგზარდა ფინანსისტთა და ბიზნსმენთა ასოციციაცია, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამ მონაცამების თანახმად, საქართველოს თითოეული მოქალაქე მკურნალობის ხარჯებს საშუალოდ 4/5-ით საკუთარი ჯიბიდან აფინანსებს, რაც ქვეყნის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სისტემის დაბალ განვითარებაზე მიუთითებს.
აღნიშნული კუთხით საქართველო მსოფლიო რეიტინგში მე-8-ე ადგილს უაკვებს, მას წინ უსწრებს ბურუნდი, მიანმა, გვინეა, პაკისტანი, ლაოსი, კონგო კამერუნი და ტოგო. საქართველოს შემდეგ კი, რეიტინგში ტაჯიკეთი და კოტ დიუარი მოდიან.
რაც შეეხება საქარველოს მეზობელ ქვეყნებს, აზერბაიჯანი - მე-15-ე პოზიციაზეა (73,9 პროცენტინი დანახარჯით); სომხეთი - 33 ადგილი (58,8 პროცენტი); თურქეთი - 118 ადგილი (27,5 პროცენტი); რუსეთი - 87-ე ადგილი (36,8 პროცენტი)
რაც შეეხება დასავლეთსა და ასევე აღმოსავლეთ ევროპას, დიდ ბრიტანეტი 157 ადგილზეა, იქ ჯანდაცვაზე ფიზიკური პირების დანახარჯი, ჯანდაცვის მთლიან დანახარჯებთან მიმართებაში 12,7 პროცენტს შეადგენს, ჰოლანდია _ 137-ე პოზიციაზეა 20 პროცენტით.