საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის შესაძლოა, თანამშრომლობა ტურისტულ სფეროშიც დაიწყოს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული ისტორიული ურთიერთობების გათვალისწინებით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება აღნიშნულ ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას.
`შესაძლოა, უახლოეს პერიოდში, საკმაოდ საინტერსეო პროდუქტის იქნეს წარმოდგენილი აზერბაიჯანულ-ქართული ტურიზის სფეროების მიმართულებით. ვგულისხმობ, როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ტურიზმს~, - განაცხადა პოლოლიკაშვილმა.
მისი თქმით, შესაძლოა, აზერბაიჯანსა და საქართველოს შესახებ ერთობლივი ტურისტული პაკეტი ჩამოყალიბდეს.
კონკრეტულად რას მოიცავს ახალი პაკეტი და როდის ჩამოყალიბდება იგი ჯერ არ კონკრეტდება.