"ბაქო-თბილისი-ყარსის" რკინიგზის პროექტის განხორციელება საქართველოსა და აზრებაიჯანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამის შესახებ საქართველო-აზერბაიჯანის ბიზნეს-ფორუმზე აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა შაჰინ მუსტაფაევმა განაცხადა.
მისი შეფასებით, აღნიშნული რკინიზგა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ერთგვარი ხიდია.
`ჩვენ ვიზრუნებთ ამ რკინიზგის ეკონომიკურ მდგრადობასა და მაღალშემოსავლიანობაზე. ვიმედოვნებ, იგი სერიოზულ შემოსავლებს მოგვიტანს და ასევე სატრანზიტო შესაძლებლობებს გაზრდის~- განაცხადა მუსტაფაევმა.
ამასთან, მისი თქმით, აზერბაიჯანსა და საქართველოს სხვა სტრატეგიული პროექტებიც აკავშირებს, ესენია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-თბილისი-ერზრუმის მისადენები.
აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, მილსადენების აღნიშნული პროექტები მნიშვნელოვანია ევროპისთვისაც.
`აზერბაიჯანისთვის ექსპორტის თვასაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის ხაზი. რა თქმა უნდა, ჩვენ დაინტერსებული ვართ საექსპორტო მარშრუტების დივესრიფიცირებით, მაგრამ მტაბარი ექსპორტი ტრადიციულად გადის საქართველოზე. სხვადსხვა მარშრუტები გაგვაჩნია, მაგრამ, ამ საკითხში საქართველო მთავრი პარტნიორია~, - განაცხადა მუსტფაევმა.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არამხოლოდ ნავთობისა და გაზის სფეროში, არამედ სხვა სფეროებშიც განვითარდეს თანამშრომლობა და არსებული პოტენციალი ბოლომდე იქნას ათვისებული.