საქართველოში ძირითადი ეკონომიკური სირთულეები უკვე დაძლეულია და ქვეყანა კრიზისიდან გამოსვლის გზა ადგას. ამის შესახებ დღეს, აზერბაიჯანისა და საქართველოს ბიზნეს ფორუმზე, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში ბოლო წლებში განმავლობაში რეფორმები გატარდა, რომელიც ეკონომიკის ლიბერალიზებას ისახავდა მიზნად.
მისი თქმით, დაიხვეწა საგადასახადო და შორმის კანონმდებლობა, გამარტივდა ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის პროცედურები.
~მაშინ როცა 2004 წელს ქვეყნაში 21 გადასახადი არსებობდა, ეხლა მათი რიცხვი 6-მდეა შემცირებული. მიუხადავად ეკონომიკური კრიზისისა და 2008 წლის აგვისტო შემდეგ შემქნილი პრობლემებიოსა, საქართველოს ეკონომიკამ დაამტკიცა რომ ქმედითი გა გამძლეა. არ დაფიქისრებულა არც ერთი ბანკის გაოტრება. ძირითადი სირთულეები უკვე გადალახულია~, - აღნიშნა პოლოლიკაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოში ინვესტიციების მოზიდვისა და ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით თავისუფალი ეკონომიკური ზონები ჩამოყალიბდა. ქუთაისისა და ფოთის თავისუფალ ეკონომიკურ ზონებში უკვე საქმიანობს რამდენიმე კომპანია.