საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი უკვე ათენშია. ბრიუსელიდან დაბრუნებულმა ციპრასმა ფინანთა მინისტრ ცაკალოტოსთან სასწრაფო კონსულტაციები დაიწყო. უახლოესი ორი დღის განმავლობაში მან პარლამენტის დარწმუნება უნდა შეძლოს. იმ შემთხვევაში, თუ საკანონმდებლო ორგანო მტკივნეული ეკონომიკური რეფორმების პაკეტს მხარს არ დაუჭერს, საბერძნეთს საერთაშორისო კრედიტორთა დახმარების იმედი აღარ უნდა ჰქონდეს. დეფოლტთან ერთად ქვეყანას ხუთი წლით ევროზონის დატოვებაც მოუწევს.