კომპანია ,,თბილისის მიკროავტობუსი’’ უერთდება ჟურნალისტების საინიციატივო ჯგუფის მიერ ინიცირებულ აქციას - ,,არა ოკუპაციას’’, რომლის ფარგლებში ხვალ (14.07.2015) დაგეგმილია საოკუპაციო ზოლთან ჟურნალისტების მიერ აქციის გამართვა და მცოცავი ოკუპაციის გაპროტესტება.
კომპანიის ინფორმაციით, ,,თბილისის მიკროავტობუსი’’ უზრუნველყოფს აქციის მონაწილე ჟურნალისტების ტრანპორტირებას.
მიკროავტობუსები 09:00-დან ჟურნალისტებს დაელოდება სასტუმრო ,,Radisson”-თან.
კომპანია მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს დღეს 20:00 საათმდე დააფიქსირონ აქციაში მონაწილეობის სურვილი, რათა კომპანიამ გამოყოს შესაბამისი რაოდენობის ტრანპორტი!