საგრეო უწყებაში დიპლომატებს საოკუპაციო ზოლთან არსებული ვითარების შეახებ ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრის შემდეგ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა განაცხადა, რომ ისინი საგარეო უწყების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას გადაამოწმებენ და დააკვირდებიან ვითარებას.
,,ჩვენ დავაკვირდებით და გადავამოწმებთ იმ ინფორმაციას, რაც საგარეო უწყებამ მოგვაწოდა. ჩვენ გვაქვს სადამკვირვებლო მისიაც და განსაკუთრებით საინტერესოა მათი შეფასებაც. ამ ინფორმაციის შეჯამების შედეგად, ჩვენს პოზიციას დავაფიქსირებთ ”, _განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.
10 ივლისს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბნისა და ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები დაამონტაჟეს. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა ასევე „ბაქო-სუფსას“ მილსადენის ნაწილიც.