კიევი მოსკოვს დონბასისთვის ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდებას რკინიგზის საშუალებით, უკრაინის ტერიტორიის გავლით სთავაზობს. ამის შესახებ გამოცემა „კომერსანტი“ იტყობინება. უკრაინული მხარის ინიციატივით, ტვირთი ხარკოვის გავლით კუპიანსკის სადგურამდე უნდა მივიდეს, სადაც საბაჟო კონტროლი უნდა გაიაროს. კონფლიქტის ზონაში კი ტვირთი საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე, უკრაინის შსს და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა უნდა გააცილონ. დღეისათვის რუსეთს დონეცკსა და ლუგანსკში ჰუმანიტარული დახმარება როსტოვიდან სატვირთო მანქანებით შეაქვს.