ვანდალური აქტი დაღესტანში. ახალგაზრდების ჯგუფმა ხასავიურტის რაიონში რამდენიმე მაღაზია იმის გამო დაარბია, რომ რამადანის დღესასწაულზე სავაჭრო დაწესებულებებში სპირტიანი სასმელები იყიდებოდა. მანამდე ახალგაზრდები ადგილობრივ მეჩეთში იმყოფებოდნენ. მაღაზიის მეპატრონეებმა პოლიციას მიმართეს. საბოლოოდ ინციდენტი შეთანხმებით გადაიჭრა. თავდამსხმელები დაზარალებულებს კომპენსაციის სახით 100 ათას რუბლს გადაუხდიან.