მსოფლიოს პირველი ჩოგანი უიმბლდონის ტურნირის ნახევარფინალში გავიდა. ნოვაკ ჯოკოვიჩმა მეოთხედფინალში ხორვატი მარინ ჩილიჩი დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 50 წუთს გაგრძელდა და სერბის გამარჯვებით, 6:4, 6:4, 6:4 დასრულდა. ნახევარფინალში ჯოკოვიჩი ვავრინკა-გასკეს წყვილს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.