მდ. ენგურზე გამავალ საქართველო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე მდგარი რუსეთის საოკუპაციო ჯარების ე. წ. მესაზღვრების ნაწილის "გალის" მეთაური ვლადისლავ ვასინი აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის გამონათქვამები აფხაზეთში მდგარ რუს მესაზღვრეებზე სრული სიყალბეა.
"საქართველოს პრეზიდენტის თქმით, აქ ყველაფერს ძალიან რთული ხასიათი აქვს. რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობა საფუძველშივე სიყალბით შუქდება. საუბრობენ იმაზე, რომ თითქოს, დაკავებულების მიმართ მართლსაწინააღმდეგო ზომებს მივმართავთ. რაც არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენ აფხაზეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით ვხელმძღვანელობთ და აქ ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს არ ვუშვებთ", _ აცხადებს ვასინი.