სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. პრემიერ-მინისტრი სერგეი შამბა რუსეთის კომერციული ბანკების "მილენიუმ ბანკის" მმართველობის თავმჯდომარეს მიხეილ ბაიდაკოვს შეხვდა.
შეხვედრაზე აფხაზეთსა და კომერციულ ბანკ "მილენიუმ ბანკს" შორის საინვესტიციო საქმიანობისა და ფინანსურ სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. აღნიშნულ შეთანხმებას ხელი შამბამ და ბაიდაკოვმა მოაწერეს.
აფხაზური მხარის ინფორმაციით, აღნიშნული შეთანხმება აფხაზეთის ეკონომიკური ფინანსური შემადგენლობის გამყარებისკენაა მიმართული.
შეთანხმება ერთი წლის ვადით, მისი შემდგომი გაგრძელების უფლებით გაფორმდა.