სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა გია გორგოძემ თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვა. ამის შესახებ მისი გადაწყვეტილება ასოციაციის დღევანდელ აღმასკომის სხდომაზე გახდა ცნობილი.
სხდომას გორგოძემ წერილით მიმართა -
"ასოციაციის წარმატებული საქმიანობა არა მარტო თქვენ მიერ არჩეული ლიდერის, არამედ ჩვენი პროფესიული გაერთიანების წევრების მუშაობისთვის მზაობას და თანადგომას ემყარება. სამწუხაროდ, საპირისპირო მაგალითებიც გვაქვს, როცა სხვადასხვა ინტერესთა ჯგუდის მიერ ანგარიჟებულ მედიამომსახურებათა მეშვეობით, მედიაში ადგილი ჰქონდა ფაქტების მანიპულაციებს, ტელეეთერის დაბლოკვას, "შავ პირას" და ეს ყველაფერი ჩვენში უცნაურად ინტერპრეტირებული "თმენის ვალდებულების" გამო, ფაქტობრივად პასუხგაუცემელი რჩებოდა. მინდა დავურუნდე აქტიურ და არტახებისგან თავისუფალ ჟურნალისტურ საქმიანობას, სადაც არჩევით პოსტზე ყოფნის გამო არ ვიქნები შეზღუდული გამოხატვის თავისუფლებაში. თქვენდამი მომართვის შემდეგ, ვიხსნი პრეზიდენტის უფლებამოსილებას. ვრჩები სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის აქტიურ წევრად და ქომაგად", - აცხადებს გორგოძე.
ასოციაციის არჩევნები აღმასკომის გადაწყვეტილებით, სექტემბრის დასაწყისში გაიმართება.