საქართველოს ენერგეტიკის მინისტი ალექსანდრე ხეთაგური დღეს, კახეთში გამრიცხველიანების პროცესს დაესწრო.
გამრიცველიანების მიზნით მიმდინარე სამუშაოებს ენერგეტიკის მინისტრი ადგილზე სოფელ ნინოწმინდაში გაეცნო.
მისი თქმით, წელს კახეთში მთლიანად 20 ათასი აბონენტი გამრიცხველიანდება, ხოლო მთლიანად საქართველოში 140 ათასი აბონენტი.
`2013 წლისთვის, ისევე როგორც მთელს საქართველოში, კახეთის ყველა სოფელი ინდივიდუალურად იქნება გამრიცხველიანებული~, - განაცხადა ხეთაგურმა.
როგორც გამრიცველიანების სამუშაოებზე დასაქმებული ხელოსნები აცხადებენ, პარალელურად ენერგოქსელის რეაბილიტაციაც მიმდინარეობს. ამასთან. უკვე გამრიცხველიანებულია სოფელი წყაროსთავი და ნინოწმინდის დიდი ნაწილი.
კახეთის რვავე მუნიციპალიტეტში გამრიცხველიანების პროცესი ერთდროულად მიმდინარეობს. სამუშაოები უკვე დასრულდა თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფლში - რუისპირი, წიწკანაანთ სერი, კუჭატანი და სანავარდო. შედეგად ინდივიდუალური მრიხველით აღნიშნულ სოფლებში 1 600 აბონენტის სარგებლობს.
მთლიანად, კახეთის რეგიონში ინდივიდუალური მრიცხველი უკვე 4 766 აბონენტს აქვს დამონტაჟებული.