საქართველოში მიმდინარე წლის პირველი სამი თვის განმავლობაში ბენზისნის მოხმარება შემცირდა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, მომხმარებელთა და იმპორტიორთა კავშირიდან აცნობეს.
კავშირის ინფორმაციით, იანვარ-მარტში საქართველოში 135 443 340 კგ ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი განხორციელდა - 65 075 149 კგ ბენზინი და 70 368 191 კგ დიზელის საწვავი.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, ნავთობპროდუქტების (ბენზინი, დიზელი) იმპორტმა 163 733 116 კგ შეადგინა, აქედან ბენზინი - 98 509 341 კგ და დიზელი - 65 223 775 კგ.
გამომდინარე აქედან, 2010 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტი, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 28 289 776 კგ-ით შემცირდა. ბენზინის საწვავის იმპორტი, 33 434 192 კგ- შემცირებულია ით, ხოლო დიზელის გაზრდილია 5 144 416 კგ-ით.
~ბენზინის საწვავის იმპორტის შემცირება განპირობებულია იმ ფაქტორით, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ბენზინის ფასი, რის გამოც ბენზინის საწვავის მომხმარებელთა ნაწილი, ტაქსები და გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებები ბუნებრივი აირის მოხმარებაზე გადავიდნენ. ამავე დროს, ბენზინის ფასის მატების გამო თვითონ ბენზინის საწვავის მოხმარებაცაა შემცირებული~, - აცხადებენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირიში.
კავშირის ინფორმაციით, რაც შეეხება დიზელის საწვავს, ფასის მატების მიუხედავად, მისი მოხმარება არ შემცირებულა, პირიქით გაიზარდა.
~ეს იმის მანიშნებელია, რომ იგივე ტემპებით მიმდინარეობს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, როგორც შიდა, ასევე ტრანზიტული გადაზიდვები და ინფრასტქრუქტურის მშენებლობა~, - აცხადებენ კავშირიში.