საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის სტატუსს კვალვ თურქეთი იკავებს.
სტატისტიკის ერივნული სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში საქართველოს სავაჭრო ბრუნვა თურქეთთან 211 805 000 აშშ დოლარს შეადგენს. აქედან, თურქეთთან ექსპორტი 53 043 800 აშშ დოლარია, ხოლო იმპორტი - 158 761 200 აშშ დოლარი.
იანვარ-მარტში, თურქეთში საქართველოდან 63 039 500 ტონა 15 408 400 აშშ დოალრის ღირებულების შავი ლითონების ჯართის ექსპორტი განხოციელდა. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები, ხოლო მესამეზე აზოტოვანი სასუქები. ამ პერიოდში თუქეთში საქართველოდან 3 391 200 აშშ დოლარი გაყინული და ახალი თევზი გავიდა, ხოლო 2 752 100 აშშ დოლარის ღირებულების ელექტროენერგია.
ყველაზე მსხვილი საიმპორტო პროდუქცია კი, სამკურნალო საშუალებებია. იანვარ-მარტში თურქეთიდან საქართველოში 7 795 000 აშშ დოლარის ღირებულების სამკურნალო საშუალებები იქნა შემოტანილი, ხოლო 6 659 100 აშშ დოლარის ღირებულების - სამეურნეო-საყოფაცხოვრები ან ჰიგიენური დანიშნულების ქაღალდი.