პრივატიზაციის მასშტაბური ტალღა საქართველოში აპრილის ბოლოს დაიწყება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა, იორდანიელ ბიზნესმენებს განუცხადა.
მისი თქმით, წელს ერთ-ერთი მთავარი პრიორტეტი სწორედ პრივატიზაციაა, გაიყიდება საავდმყოფოები სხვა მსხვილი ობიექტები.
როგორც პრემიერმა განმარტა, აღნიშნული ობიექტების პრივატიზება არა ფულის საჭიროების გამო, არამედ სახელმწიფოს ბიზნესიდან გამოსვლის და მათთვის მეტი თავისუფლების მიცემის მიზნით ხდება.
მისივე თქმით, პრივატიზაციის ახალი ტალღის ფარგლებში გასაყიდად რამდენიმე გამონაკლისის გარდა ყველა სამედიცინო დაწესებულებას გაიტანენ.
უახლოეს პერიოდში აუქციონი ~რესპუბლიკური~ საავამდყოფოს პრივატიზაციაზე გამოცხადდება. უკვე გაიყიდა ინფექციური, ხეჩინაშვილის სახელობისა და სხვა კლინიკები.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური იორდანიაში ერთდღიანი ვიზიტით 26 აპრილს იმყოფებოდა. მან ქვეყნის ხელმძღვანელობასთან ერთად ბიზნსმენებთანაც გამართა შეხვედრა. საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის უკეთ გაცნობის მიზნით, იორდანიელი ბიზნსმენების საქართველოში ვიზიტი დაიგეგმა.