ე.წ. სამხრეთ ოსეთის "მთავრობაში" შეშფოთებულნი არიან "რესპუბლიკაში" ე.წ. პრემიერ-მინისტრის ვადიმ ბროვცევის არყოფნით. ორშაბათს იგი სამსახურში არ გამოცხადდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სააგენტო "რეგნუმი" ცხინვალში არსებულ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, თავად ბროვცევის დაცვის თანამშრომლები აცხადებენ, რომ კვირას, 25 აპრილს მათ ბროვცევი, რუსეთის ფედერაციის საზღვრამდე გააცილეს. ამის შემდეგ უკვე იგი თავად წავიდა.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. პრემიერის გუნდის ზოგ ჩინოვნიკზე ე.წ. სამხრეთ ოსეთში კორუფციული ხასიათის სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული.