ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის განცხადებით, ახალგორის რაიონში ცეცხლის გახსნის ფაქტი დადასტურდა, თუმცა ქართველი სამხედროების ბრალეულობის შესახებ მტკიცებულებები ვერ მოიპოვეს.
ამის შესახებ სააგენტო "რესი" ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. სამართალდამცავებზე დაყრდნობით იუწყება.
მათი ინფორმაციით, 27 აპრილს ახალგორის სოფელ ორჭოსანში ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. ოპერატიულ-საგამოძიებო ჯგუფი გაიგზავნა, რომლებმაც ადგილობრივ მოსახლეობასთან და მესაზღვრებთან საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან ავტომანქანის შესვლის და საცხოვრებელი სახლების დაცხრილვის ფატები გადამოწმა.
სეპარატისტების ინფორმაციით, დაკითხვის პროცესში გაირკვა, რომ ავტომანქანა მართლაც საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან შემოვიდა, საიდანაც ცეცხლის გახსნა მოხდა.
"ნაპოვნია ფაქტის დამადასტურებელი ნიშნები, თუმცა ინციდენტი ქართველი ჯარისკაცების მიერ მოხდა თუ არა ერთმნიშვნელოვნად არ დადასტურდა", - აცხადებენ სეპარატისტები.
ამასთან, ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ მსგავსი ინციდენტი მომავალშიც შეიძლება მოხდეს, რადგან სოფელ ახალგორის რაინის ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ქართველის პოლიციელები და სხვა ძალოვანი უწყების წარმომადგენლები ე.წ. საზღვარზე "ღრმად შედიან და მესაზღვრეების პროვოცირებას ცდილობენ".
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ოსმა სეპარატისტებმა ქართული სამხედროები ახალგორის რაიონში შესვლაში და მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელი სახელების დაცხრილვაში დაადანაშაულეს. აღნიშნულ ფაქტს ქართული მხარე კატეგორიულად უარყოფს.