დღეს, 29 ოქტომბერს, ბრიუსელში ევროკავშირის ქვეყნების სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურთა ანტიკრიზისული სამიტი დაიწყებს მუშაობას.
სამიტის მისი მთავარი ამოცანაა ლისაბონის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა, რაც განსაზღვრავს ევროკავშირის ხელმძღვანელი სტრუქტურების რეფორმირებას.
როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, ევროკავშირის კულუარებში განსაკუთრებული აქტიური ბრძოლა მიმდინარეობს ევროკავშირის პირველი პრეზიდენტის კანდიდატურასთან დაკავშირებით, რომლის შემოღებაც ლისაბონის ხელშეკრულებითაა განსაზღვრული.
ოფიციალურად საკითხი ევროკავშირის პრეზიდენტთან დაკავშიებით სამიტის დღის წესრიგში შეტანილი არ არის, თუმცა ეს თემა იქნება განმსაზღვრელი არაოფიციალური მოლაპარაკებებისა და სამიტის ფარგლებში გამართული კონსულტაციებისას.
იმ შემთხვევაში თუ არსებული პრობლემების გადაჭრა მოხერხდა, რომლებიც უკვე 4 წელზე მეტია გრძელდება და რაც საფრანგეთსა და ნიდერლანდების სამეფოში ევროკონსტიტუციის მიღებასთან დაკავშირებული რეფერენდუმის ჩავარდნით დაიწყო, ამით ინსტიტუციონალური კრიზისი დასრულდება.
უნდა აღინიშნოს, რომ დღეისათვის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ლისაბონის ხელშეკრულების რატიფიკაცია არ მოახდინა ჩეხეთია. ოფიციალური პრაღა მისი რატიფიცირების სანაცვლოდ ქვეყნისთვის გარკვეულ შეღავათებს მოითხოვს.