Bloomberg-ის ცნობით, აშშ-ის მიერ შეთავაზებული „სამშვიდობო გეგმა“ ოქტომბერში შემუშავდა აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელ სტივ უიტკოფს, დონალდ ტრამპის სიძეს, ჯარედ კუშნერსა და კრემლის სპეციალურ წარმომადგენელ კირილ დმიტრიევს შორის შეხვედრის დროს.
Bloomberg ეყრდნობა რამდენიმე წყაროს, რომლებისთვისაც ნაცნობია უკრაინისთვის აშშ-ის „სამშვიდობო გეგმის“ განხილვები.
ამ გეგმის არსებობის შესახებ ცოტა ხნის წინ გაიგეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და თავად აშშ-ის პრეზიდენტმაც.
Bloomberg-ის წყაროები ამბობენ, რომ ამ ფონზე, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის როლი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მოგვარებაში გაიზარდა.
გამოცემის თანახამდ, ვენსს დიდი ხანია მეგობრული ურთიერთობა აქვს აშშ-ის არმიის მდივანთან, დენ დრისკოლთან, რომელიც ბოლო დღეებში უკრაინის საკითხში ევროპულ მხარესთან კომუნიკაციაში „ახალი შუამავალი“ გახდა.
Bloomberg-ის ცნობით, დრისკოლი მუდმივ კომუნიკაციაშია უიტკოფთან და ვენსთან, ხოლო ვენსის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილე, ენდი ბეიკერი, აქტიურად არის ჩართული მოლაპარაკებებში.