უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ესიბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა მადლიერია შეერთებული შტატებისა და დონალდ ტრამპის „უსაფრთხოების მიზნით“ გაწეული ძალისხმევისთვის.
ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
მაკრონთან საუბრის შემდეგ, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჟენევაში მყოფი უკრაინული და ფრანგული გუნდები თავიანთ პარტნიორებთან ერთად მუშაობენ და „მნიშვნელოვანია, რომ იყოს პრაქტიკული შედეგები და ეს უკრაინას და მთელ ევროპას ხანგრძლივ მშვიდობასა და უსაფრთხოებასთან დააახლოებს“.
„ჩვენ ვაკოორდინებთ ჩვენს პოზიციებს და მნიშვნელოვანია, რომ არსებობს დიალოგი, გაძლიერდეს დიპლომატია და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი პარტნიორები მოისმენენ ჩვენს არგუმენტებს.
შეერთებული შტატების ლიდერობა მნიშვნელოვანია, ჩვენ მადლიერები ვართ ყველაფრისთვის, რასაც ამერიკა და პრეზიდენტი ტრამპი აკეთებენ უსაფრთხოებისთვის და და ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას რაც შეიძლება კონსტრუქციულად. ჩვენ ველით ახალ ანგარიშებს ჩვენი გუნდების შვეიცარიიდან. გმადლობთ, ემანუელ!“,- წერს ზელენსკი.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა: უკრაინის „ხელმძღვანელობამ“ ჩვენი ძალისხმევისთვის მადლიერება არ გამოხატა, ევროპა კი რუსეთისგან ნავთობის ყიდვას განაგრძობს.