ჟენევაში მოლაპარაკებათა 32-ე რაუნდი იწყება. შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან რუსეთის ფედერაციის მიერ დადებულ ე.წ. ხელშეკრულებებს განიხილავენ. მოლაპარაკებების პირველ დღეს ქართული დელეგაციის წარმომადგენლები ამერიკელ და ევროპელ თანათავმჯდომარეებს შეხვდებიან. ქართული მხარე კიდევ ერთხელ მოითხოვს რუსეთისგან ძალის არგამოყენების შესახებ ვალდებულების აღებას. მეორე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ქართული მხარე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხს დააყენებს. საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუა ხელმძღვანელობს.