უეფა-ს სუპერთასის ბილეთების გაყიდვა ხვალ, დილის 09:00 საათიდან biletebi.ge -ის საშუალებით მოხდება.
,,ხვალ, 9 საათზე ყველაფერი განულდება და დაიწყება გაყიდვა 9 საათიდან", -განაცხადა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ზვიად სიჭინავამ.
biletebi.ge-ის ტექნიკური დირექტორის გიორგი ჩხიკვიშვილის განცხადებით კი, პრობლემების აღმოფხვრაში ჩართულნი იყვნენ უეფა-ს სპეციალისტებიც და უეფა-სგან biletebi.ge-ს ბილეთების გაყიდვაზე "მწავნე შუქი" აქვს. რაც შეეხება ბილეთების გაყიდვის წესს, როგორც ჩხიკვიშვილმა განაცხადა, ბილეთები გაიყიდება რიგითობით.
"საიტზე ერთი წუთის განმავლობაში 50 ადამიანი შევა. ბილეთები გაიყიდება რიგითობით. საიტზე შემოსულ ადამიანს მიენიჭება რიგის ნომერი და ეცნობება სავარაუდო დრო, თუ როდის შეძლებს ბილეთის ყიდვას. ერთ ადამიანს მაქსიმუმ 4 ბილეთის ყიდვა შეეძლება", - განაცხადა ჩხიკვიშვილმა.
მისივე თქმით, შექმნილი პრობლემების გამო კომპანიას უეფა-სგან არანაირი სანქცია არ დაწესებია. მისივე თქმით, უეფა-ს ამ დროისთვის ასანაზღაურებელი აქვს სამუშაოებისთვის განკუთვნილი 45 000 ევრო.
შეგახსენებთ, რომ უეფა-ს სუპერთასის ფინალური შეხვედრა თბილისში 11 აგვისტოს "დინამო არენაზე" 22:45 საათზე გაიმართება.