დღეს, 28 აპრილს, საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მორიგი მისია ეწვევა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს~ სსფ-ის საქართველოს წარმომადგენლობაში განუცხადეს, მისია თბილისს მეექვსე მიმოხლივის ფარგლებში ეწვევა და 14 მაისამდე იმუშავებს.
მიმოხილვის შედეგად მომზადებული ანგარიშს მისია სსფ-ის დირექტორთა საბჭოს წარუდგენს. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საქართველო სავალუტო ფონდისგან 50 მლნ შDღ-ის (დაახლოებით 75 მლნ აშშ) მორიგ ტრანშს მიიღებს.
მეხუთე მიმოხილვის ფარგლებში მომზადებული ანგარიშის შემდეგ საქართველომ სსფ-ისგან 148 მლნ აშშ დოლარის ოდენობის მორიგი ტრანში უკვე მიიღო. აღნიშნული რესურსის შედეგად ქვეყნის სავალუტო რეზერვები თებერვლის ბოლოს რეკორდულად მაღალ მაჩვენებელზე დაფიქსირდა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ საქართველოსთვის 2008 წლის სექტემბერში დამტკიცებული შტანდ-Bყ Aრრანგემენტ- (შBA) პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ფინანსური დახმარების, 477,1 მლნ შDღ-ის 747,1 მლნ შDღ-მდე გაზრდის გადაწყვეტილება 2009 წლის 6 აგვისტოს მიიღო. შესაბამისად, პროგრამის ხანგრძლივობის ვადა 18-იდან 33 თვემდე (2011 წლის 14 ივნისამდე) გაიზარდა. წელს საქართველომ სსფ-იდან სულ 400 მლნ აშშ დოლარი უნდა მიიღოს.