დღეს, 28 აპრილს, ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური საგარეჯოს რაიონის სოფელ ნინოწმინდაში მიმდინარე სამუშაოს დაათვალიერებს.
ნინოწმინდაში ინდივიდუალური გამრიცხველიანების სამუშაო მიმდინარეობს. სამუშაოს ~კახეთის ენერგოდისტრიბუცია~ ახორციელებს.
~კახეთის ენერგოდისტრიბუციის~ ინფორმაციით, სოფელში ინდივიდუალური გამრიცხველიანების სამუშაო ინტენსიურად მიმდინარეობს. ნინოწმინდაში სულ 626 აბონენტია. ამ ეტაპზე სოფელში ინდივიდუალური აღრიცხვის 218 კვანძი უკვე მოწყობილია.
ინდივიდუალური გამრიცხველიანების სამუშაო ასევე მიმდინარეობს საგარეჯოს რაიონის სოფელ წყაროსთავში. მაისიდან სოფელ პატარძეულის გამრიცხველიანების დაწყებაც იგეგმება.
კახეთის რეგიონის მასშტაბით, სოფლებში უკვე გამრიცხველიანებულია 5 000-მდე აბონენტი.