ჟენევის მოლაპარაკების მორიგი 32-ე რაუნდი 30 ივნისს და 1 ივლისს გაიმართება. დღის წესრიგში ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება, საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმები და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების საკითხები იქნება. შეხვედრაზე ასევე კონფლიქტურ ზონებში მშობლიურ ენაზე განათლების მიღებისა და სხვადასხვა ჰუმანიტარულ საკითხებს განიხილავენ.