საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა მინისტრის მოადგილეს დავით ჯალაღანიასა და საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ბრანიმირ რადევს შორის.
საუბარი შეეხო საქართველო-ბულგარეთს შორის ორმხრივ თანამშრომლობას და ასევე ევროკავშირის, ევროსაბჭოსა და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BშEC) ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებს.