28 და 29 აპრილს, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, მაღალი ძაბვის გამანაწილებელ ქვესადგურ "დიდუბეში" კომპანია "თელასის" მიერ პროფილაქტიკური სამუშაოს ჩატარების გამო, დიდუბის რაიონის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება.
28 აპრილს შეზღუდვა შეეხება წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ხოშარაულის, ვანის, სამტრედიის, აგლაძისა და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს, ხოლო 29 აპრილს სარემონტო სამუშაოს გამო ელექტროენერგია გაეთიშება ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ), მირცხულავას, წყალტუბოს, ზესტაფონისა და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოს დასრულების შემდეგ გათიშულ აბონენტებს ელექტრომომარაგება დაუყოვნებლივ აღუდგებათ.