ოპეკის "კალათის" ფასი ისევ გაიზარდა და 2008 წლის ოქტომბრის შემდეგ დაფიქსირებულ მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწია.
საქართველოს ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, მომხმარებელთა და იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, გუშინდელი მონაცამებით, ოპეკის "კალათის" ფასი ბარელზე 0,90 აშშ დოლარით გაიზარდა და 83,91 აშშ დოლარი შეადგინა. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2008 წლის 3 ოქტომბრის შემდეგ.
ცნობისთვის, ოპეკის "კალათის" ფასის რეკორდულ მაჩვენებელს ბარელზე 140.73 ლარი შეადგენს, რომელიც 2008 წლის 3 ივლისს დაფიქსირდა.