"საქართველოს ბანკი~ მომხმარებლებს სამომხმარებლო და ავტოსესხებს განახლებული პირობებით სთავაობს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს~ ~საქართველოს ბანკიდან~ აცნობეს, ბანკმა უზრუნველყოფის გარეშე გასაცემი სამომხმარებლო სესხის ლიმიტი და ვადები გაზარდა.
ახალი პიორბების თანახმად, "საქართველოს ბანკში" სამომხმარებლო სესხის აღება მასაც შეუძლია, ვისაც ხელფასი კომერციულ ბანკში არ ერიცხება და დადასტურებული შემოსავალი აქვს. მათთვის, ვისაც ხელფასი "საქართველოს ბანკში" ერიცხება, ყოველთვიური მინიმალური შემოსავლის მოთხოვნა თბილისში მცხოვრებთათვის 200 ლარამდე შემცირდა და ხოლო სხვა ქალაქებისა და რაიონების მკვიდრთათვის - 100 ლარამდე.
რაც შეეხება ავტოსესხს, ამიერიდან, "საქართველოს ბანკი" მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ისარგებლოს ავტოსესხით ავტომობილის ინტერნეტით შეძენისას ბანკის პარტნიორი ავტოდილერებისგან. კერძოდ, ავტომანქანის საზღვარგარეთ შეძენის შეთხვევაში, ბანკი დააფინანსებს მანქანის შეძენის, ტრანსპორტირების და განბაჟების ხარჯებს, თანხის 70 პროცენტამდე.
ამასთან, მომხმარებელს, რომელსაც ძველი ავტომობილის ახლით, ან მეორადი ავტომობილით ჩანაცვლება სურს, ბანკი ძველსა და შესაძენი ავტომანქანის ღირებულებაში სხვაობას დაუფინანსებს.
ამასთან, მომხმარებელს საშუალება ეძლევა 10 000 ლარამდე, 3 წლამდე ვადიანი ავტოსესხით ისარგებლოს და თავიდან აიცილოს თანამონაწილეობისა და დაზღვევის ხარჯი.