ქართული მხარე ოსი სეპარატისტების ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა განუცხადა, ოსი სეპარატისტების ბრალდება სიმართლეს არ შესაბამება და "სრული სისულელეა".
შეგახსენებთ, რომ ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმი ქართულ მხარეს ახალგორის რაიონში მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების დაცხრილვაში ადანაშაულებს. ამის შესახებ სააგენტო "რესი" ინფორმაციით, დღეს, 12:15 საათზე, ქართველმა სამხედროებმა ე. წ. სამხრეთ ოსეთის საზღვარი "ლენდ დროვერის" მარკის ავტომობილით გადალახეს და ახალგორის რაიონში ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები დაცხრილეს. ამის შემდეგ კი ავტომობილი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნდა.