მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები გუშინდელი ვაჭრობის შედეგად შემცირდა.
სააგენტო ~ფრანს პრესის~ ინფორმაციით, ნიუ-იორკის ბირჟაზე Light Sweet Crude მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 0.92 აშშ დოლარით შემცირდა და 84.20 აშშ დოლარი შეადგინა.
ლონდონის ბირჟაზე კი, Brent Crude Oil მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 0.42 აშშ დოლარით დაეცა და 86.83 აშშ დოლარი შეადგინა.