რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, საქართველოს შემადგენლობიდან აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გამოსვლისთვის პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე მეტი არავის გაუკეთებია.
ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანდრეი ნესტერენკომ განაცხადა.
"აღმაშფოთებელია ის ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილმა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთი "ბირთვული მასალების კონტრაბანდის სამოთხე" უმიზეზოდ უწოდა. აშკარაა, რომ მას წარსული დამარცხების გამო რევანშის აღება და ანგარიშის გასწორება უნდა. ქართული რეჟიმი უკმაყოფილოა, რომ ორი ქვეყნის სუვერენიტეტი მყარდება. თუმცა ამაში პირველ რიგში სააკაშვილმა საკუთარი თავი უნდა დადანაშაულოს. საქართველოს შემადგენლობიდან აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის გამოსვლისთვის მასზე მეტი არავის გაუკეთებია", - აღნიშნა ნესტერენკომ.