ბაქოში პირველი ევროპული თამაშები გრძელდება. საქართველოს ნაკრებს ჯერჯერობით 3 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი აქვს. დღეს ასპარეზობაში ოლიმპიური ჩემპიონი სროლაში ნინო სალუქვაძე ჩაერთვება. სპორტული პისტოლეტით ასპარეზობა თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება. დღესვე გაიმართება შეჯიბრი მხატვრულ ტანვარჯიშში, სადაც საქართველოს სალომე ფაჟავა წარმოადგენს.