თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი ბექა ლომთაძე ბაქოში მიმდინარე ევროპული თამაშებზე ვერცხლის მედალს დაეუფლა. 61 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ქართველი სპორტსმენი რუს ალექსანდრ როგომოევთან 1:3 დამარცხდა. 86 და 125 კილოგრამამდე წონით კატეგორიებში სანდრო ამინაშვილმა და გენო პეტრიაშვილმა ბრინჯაო მოიგეს. თამაშების პირველ კვირაში საქართველოს ნაკრებს 6, 3 მედალი აქვს.