პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაცია ჯარიმას გადაიხდის. ამის მიზეზი ეროვნული ნაკრების ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ გახდა, რომელმაც იტალიასთან ამხანაგური შეხვედრა გამოტოვა. მხარეთა შეთანხმებით, კრიშტიანუს შეხვედრაში მონაწილეობა უნდა მიეღო, მაგრამ ტრავმის გამო ვერ ითამაშა. ტრავმა რონალდუმ სომხეთთან დაპირისპირებისას მიიღო.