ფიფა კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოსდა იოზებ ბლატერი პოსტზე დარჩენას აპირებს. ასოციაციის წარმომადგენელთა განმარტებით, ბლატერის მიერ 2 ივნისს გაკეთებული განცხადება გადადგომის შესახებ ძალაში რჩება. ფიფას პრეზიდენტს გადადგომა კორუფციულმა სკანდალმა აიძულა. კორუფციისა, თაღლითობისა და ფინანსური მაქინაციების ბრალდებით ამ დროისათვის ფიფას 12 მაღალჩინოსანია დაკავებული.