9 მაისს სამამულო ომის 65 წლისთავს აფხაზეთში აფხაზეთის ე. წ. არმიის საზეიმო მარშით აღნიშნავენ. 9 მაისის საზეიმო ღონისძიებასთან დაკავშირებით აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის ლიდერმა სერგეი ბარაფშმა ე. წ. მთავრობის წევრებთან შეხვედრა გამართა.
თათბირში აფხაზეთის ე. წ. ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი, სახალხო კრების ე. წ. სპიკერმა ნუგზარ აშუაბა, ე. წ. პრემიერ-მინისტრი სერგეი შამბა, განათლების, საგარეო საქმეთა, სოციალური უზრუნველყოფის ე. წ. მინისტრები, რაიონული ადმინისტრაციების და სოხუმის ე. წ. ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ.
შეხვედრაზე სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა ე. წ. მთავრობის წევრებს სამამულო ომის ვეტერანებისთვის განსაკუთრებული ყურადღების დათმობა დაავალა.
ბაღაფშს ე. წ. ადმინისტრაციების ხელმძღვანელებმა 9 მაისისთვის დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებები გააცნეს.
წინასწარი ინფორმაციით, 9 მაისს სოხუმში მიტინგი გაიმართება, ასევე დაგეგმილია აფხაზეთის არმიის საზეიმო მარში, თეატრალიზებული წარმოდგენები და სხვა საზეიმო ღონისძიებები. ანალოგიური ღონისძიებები აფხაზეთის სხვა რაიონებშიც იგეგმება.