ბერძნული საკალათბურთო კლუბი „ოლიმპიაკოსი“ საბერძნეთის ჩემპიონი 11-ედ გახდა. პლეი-ოფის ფინალურ შეხვედრაში ოლიმპიაკოსმა პანათინაიკოსი 93:74 დაამარცხა და ქვეყნის უძლიერესი კლუბის ტიტული მოიპოვა. ბოლოს ოლიმპიაკოსი საბერძნეთის ჩემპიონის ტიტულს 2012 წელს დაეუფლა. გასულ სეზონზე კი კლუბმა ევროლიგის ფინალამდე მიაღწია.