ცნობილი რუსი ბიზნესმენი და ლონდონური საფეხბურთო კლუბის, ჩელსის მფლობელი რომან აბრამოვიჩიუ მზად არის კლუბისთვის ახალი სტადიონის ასაშენებლად ნახევარი მილიარდი დოლარი გამოჰყოს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა „სანი“ იტყობინება. მოქმედი ჩემპიონებისთვის 60 ათასიანი სტადიონი უნდა აშენდეს. ნაგებობის პროექტი უკვე მზადაა. ამჟამად „სტემფორდ ბრიჯი“ 42 ათას მაყურებელს იტევს.