რუსეთის საფეხბურთო კავშირი ეროვნული ნაკრების მწვრთნელის პოსტიდან ფაბიო კაპელოს გათავისუფლების საკითხს განიხილავს. ამის მიზეზი ავსტრიასტან წაგებული მატჩი გახდა. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე რუსებმა ავსტრიასთან მინიმალური ანგარიშით წააგეს, რამაც კაპელოს წასვლის საკითხი დღის წესრიგში კიდევ ერთხელ დააყენა. მანამდე იტალიელ სპეციალისტს რუსეთის საფეხბურთო კავშირი კუთვნილ ანაზრაურებას არ უხდიდა. საბოლოოდ კაპელოს ხელფასი ცნობილმა ბიზნესმენმა ალიშერ უსმანოვმა გადაუხადა.