ფიფას ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი თანამდებობას ვერ ელევა. იოზეფ ბლატერი არ გამორიცხავს, მომავალ არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა ისევ დააყენოს. კორუფციული სკანდალის გამო მას პოსტის დატოვება მოუხდა და მომავალ არჩევნებამდე პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს. ფიფას არჩევნები დეკემბრისთვის არის დანიშნული.