ლონდონის ჩელსიმ მადრიდის რეალს საკუთარი გოლ-კიპერი 100 მილიონ ევროდ დაუფასა. ამის შესახებ გამოცემა „ტელეგრაფი“ იტყობინება. ესპანეთის სამეფო კლუბი ტობო კურტუაში 50 მილიონ ევროს იხდიდა, თუმცა ჩელსიმ სატრანსფერო თანხა გააორმაგა. ამის გამო მადრიდმა კურტუას ყიდვა გადაიფიქრა და თვალი მანჩესტერის მეკარეს, დავიდ დე ხეას დაადგა.