ფიფას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დაუყოვნებლივ გადადგომაზე უარს ამბობს. იოზეფ ბლატერი აცხადებს, რომ პოსტს მომავალ კონგრესზე დატოვებს. 20 ივლისს ფიფა კონგრესის თარიღს დაასახელებს, რომელზეც ახალი პრეზიდენტი უნდა აირჩიონ, მანამდე კი ბლატერს პოსტის შენარჩუნება სურს. კორუფციულ სკანდალში გახვეულ ფიფას პრეზიდენტსბ გუშინ გადადგომისკენ ევროპარლამენტმა მოუწოდა.