ოპეკის `კალათის" ფასი გაიზარდა და ბარელზე 83 აშშ დოლარს გადააჭარბა.
საქართველოს ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, მომხმარებლთა და იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 23 აპრილის მდგომარეობით ოპეკის `კალათის~ ფასი ბარელზე 0,65 აშშ დოლარით გაიზარდა და ოფიციალურად ბარელზე 83,01 აშშ დოლარი შეადგინა. ეს კი, 15 აპრილის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ოპეკის "კალათის" ფასის რეკორდულ მაჩვენებელს ბარელზე 140,73 აშშ დოლარი შეადგენს, რომელიც 2008 წლის 3 ივლისს დაფიქსირდა.