აზერბაიჯანი პირველ ევროპულ თამაშებს მასპინძლობს. “ბაქო 2015” დღეს ოფიციალურად, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიხსნება. ევროპულ თამაშებში, რომელიც ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება, 50 ქვეყნის 6 ათასი სპორტსმენპ მონაწილეობს. მათ შორის საქართველოს 105 წარმომადგენელია. ისინი სპორტის 17 სახეობაში იასპარეზებენ. ბაქოში უკვე იმყოფება სამთავრობო დელეგაცია და პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილი პირველი ევროპული თამაშების გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრება. პრემიერი აზერბაიჯანში შვილებთან ერთად გაემგზავრა. მან უკვე დაათვალიერა ბაქოს ხედები, რის შემდეგაც სტუმრებს „სოკარის“ პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა უმასპინძლა.