ლონდონის ჩელსის თავკაცი საჭესთან ვეღარ დაჯდება. ჟოზე მაურინიოს მართვის მოწმობა 6 თვით ჩამოართვეს. ამის მიზეზი გასულ წელს მომხდარი ინციდენტი გახდა. მაურინიო სიჩქარის გადაჭარბებისთვის დააჯარიმეს. სასამართლო პროცესზე ლონდონელთა მწვრთნელი არ გამოცხადდა, თუმცა მოსამართლე საქმისყურში ჩააყენა, რომ თავს დამნაშავედ ცნობს. 6-თვიანი ჯარიმის გარდა მას 910 გირვანქა სტერლინგის გადახდაც მოუწევს.