ოლიმპიური ცეცხლი საქართველოს რეგიონებში მოგზაურობას განაგრძობს. ერეკლე მეორეს მოედანზე ოლიმპიური ჩირაღდანი თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ მიიტანა. ამ დღის აღსანიშნავად თელავის მთავარ მოედანზე ქართული ესტრადის ვარსკვლავების შესრულებით გალა კონცერტი გაიმართა.
ოლიმპიური ცეცხლი თელავიდან ახმეტაში, შემდეგ კი საქართველოს სხვა რეგიონებში გადაინაცვლებს.